თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“ რომელიც დისტანციური სწავლებისა და სკოლის შეფასების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად საქართველოს სკოლებში დისტანციურად სწავლა ინტერნეტის საშუალებით მოხდება. კერძოდ: გაკვეთილების გაცნობა, დავალებების მიღება და ტესტირების გავლა.
ამასთან შესაძლებელი იქნება როგორც ერთი საგნის, ასევე მთელი სასკოლო პროგრამის სწავლაც.
კანონპროექტი სკოლების ბრენდირების სისტემის შემოღებასაც ითვალისწინებს — ანუ თითოეული სკოლისთვის შეფასების სისტემას და განათლების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერების კრიტერიუმებთან შეფარდებაში მათ შესაბამისობას.
უცხოეთის პროგრამის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ის იმ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერაა აღიარებული, რომელთანაც საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებულ განათლების ხარისხის გავითარების ნაციონალური ცენტრს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. საქართველოს პრეზიდენტი სასკოლო რეფორმის განწყობასა და განხორციელების აუცილებლობას იზიარებს.
„ჩვენი მოქალაქეები და მათი შვილები კანონის წინაშე თანასწრონი არიან და ხარისხიანი განათლების მიღება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველასთვის ერთნაირად მისაღწევი უნდა იყოს,“ – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.