თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ამ დრომდე ჩაკეტილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კილომეტრი სოფელ შორაპანთან, სადაც 6 იანვარს დაახლოებით 23 საათზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია, — ნათქვამია დეპარტამენტის შეტყობინებაში.
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისის სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.