თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა უამინდობის გამო დაკეტილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ძლიერი თოვის, ლიპყინულის, შეზღუდული ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის ავტომაგისტრალის 90-112 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვები მოქმედებს თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზეც. ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 138-193 კმ მონაკვეთზე.