ზემო ლარსი დღეს: დიდთოვლობის გამო რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиტრაილერები სამხედრო გზაზე
ტრაილერები სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, ამიტომ ამ მონაკვეთის გაწმენდა თოვლისგან შეუძლებელია.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დიდთოვლობა კვლავ პრობლემებს უქმნის მძღოლებს. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს, ხოლო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთი დაკეტილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აქ ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი, ამის გამო იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ახალციხე–ნინოწმინდა–სომხეთის საზღვარი საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ალპანა-ცაგერის 1-22 კმ და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-60 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთებზე. სოფელ ალპანასთან მოძრაობა დაკეტილია ქვის ცვენის საშიშროების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0