თბილისი, 6 იანვარი— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ ხალხს ქრისტეშობა და ნათლისღება მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
სომხური სამოციქულო ეკლესია პარასკევს ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.
„ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. საამაყოა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ძმობა და მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მჯერა, რომ ქართველები და სომხები სიყვარულითა და პატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს“, — ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.