თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საპატრიარქოზე დაყრდნობით.
მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ პატრიარქი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზეიმო წირვას 7 იანვარს დილით აღავლენდა. თუმცა, როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა, გადატანილი გრიპის შემდეგ, საგრძნობლად გაუმჯობესდა.