ილია მეორე ოპერაციას ჯერჯერობით არ საჭიროებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გართულებული ვირუსული ინფექციის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან მოწვეულმა ექიმმა გასინჯა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეზე ცისანა შარტავაზე დაყრდნობით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკაში იკვლევენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ ვირუსული ინფექციის გამო გაუარესდა, რომლის ფონზეც ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი განვითარდა. კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლაზე უარი განაცხადა.

შარტავას თქმით, ამ მომენტისთვის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაღვლის ბუშტში კენჭები აღმოაჩნდა, რის გამოც ოპერაციის გაკეთების საკითხი დადგა. გერმანელმა ექიმმა პატრიარქი უკვე გასინჯა. ის ქართველი ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობის კურსით კმაყოფილია და არც არაფერი შეცვალა. ახლა ჩვენ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკვირდებით“, — განაცხადა შარტავამ.

მისი მდგომარეობა სტაბილურია, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

ჯერჯერობით ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არ დგას, რამდენადაც სახეზე დადებითი დინამიკაა. ამას ეთანხმება გერმანიიდან მოწვეული ექიმიც, აღნიშნა შარტავამ.

ყველა ახალი ამბავი
0