ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკაში იკვლევენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი უკეთ არის, მაღალი ტემპერატურა აღარ აქვს.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს გამოკვლევები კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში უტარდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ საპატრიარქოზე დაყრდნობით.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს ვირუსული ინფექცია და მაღალი სიცხე ჰქონდა. მას შემდეგ, რაც კათოლიკოს–პატრიარქი უკეთ გახდა, გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
პატრიარქი ლიტურგიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება

„პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის თავს ნორმალურად გრძნობს. სიცხემ იკლო. ამჟამად, პროფილაქტიკისა და შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, შესაბამისი კვლევები უტარდება“, – განაცხადა საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ცისანა შარტავამ.

ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მაღალი სიცხის გამო თავისი აღსაყდრების 39-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. ლიტურგია 25 დეკემბერს სამების ტაძარში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0