პატრიარქი ლიტურგიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია მეუფე დანიელმა ჩაატარა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის 39-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას თავად უწმინდესი და უნეტარესი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ესწრება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

კიევის მიტროპოლიტი ონუფრი - Sputnik საქართველო
კიევის მიტროპოლიტი ილია II-ის ინტრონიზაციის იუბილეზე ჩამობრძანდება

ილია მეორე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია მეუფე დანიელმა ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, სრულიად უკრაინისა და კიევის მიტროპოლიტი ონუფრი და მისი დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ილია მეორის ინტრონიზაციის იუბილეზე ჩამოვიდნენ.

უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანაში სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს, რომლის ხსენების დღეც ასევე 25 დეკემბერს აღინიშნება. წმინდა ნაწილები სამების ტაძარშია დაბრძანებული და მორწმუნეებს საშუალება აქვთ, თაყვანი სცენ მათ.

ყველა ახალი ამბავი
0