კიევის მიტროპოლიტი ილია II-ის ინტრონიზაციის იუბილეზე ჩამობრძანდება

© photo: Sputnik / Евгений Котенко / გადასვლა მედიაბანკშიკიევის მიტროპოლიტი ონუფრი
კიევის მიტროპოლიტი ონუფრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ილია II-ის ინტრონიზაციის იუბილეზე სასწაულმოქმედი სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინტრონიზაციის იუბილესთან  დაკავშირებით,  24 დეკემბერს საქართველოში კიევის მიტროპოლიტი ონუფრი ჩამობრძანდება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

25 დეკემბერს ილია მეორის ინტრონიზაციის იუბილე აღინიშნება.

მიტროპოლიტი ონუფრი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანება. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები სასწაულმოქმედი სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ, რომლის ხსენების დღე 25 დეკემბერს აღინიშნება.

წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ და მრევლს საშუალება ექნება, თაყვანი სცეს მათ.

ლოცვა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო წირვა 10:00 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0