საქართველოს შსს–მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებით
დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით „სუბოქსონი“ ამოიღეს, რის გამოც შესაძლოა, მათ უვადო პატიმრობა მიუსაჯონ.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში 1995 წელს დაბადებული კ.დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ჰ.ქ. — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრულის ავტომობილი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს–მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 235 აბი „სუბოქსონი“, ხოლო კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი „სუბოქსონი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი), რაც ისჯება რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0