ყოფილი დეპუტატის მკვლელობა: ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ნოდარ მოდებაძის მკვლელობისთვის ზაალიშვილი 11 წელს პატიმრობაში გაატარებს.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ავთანდილ ზაალიშვილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ყოფილი დეპუტატი გასული წლის 8 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ აკურაში მოკლეს. მოდებაძესა და ზაალიშვილს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, მოდებაძემ ზაალიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ზაალიშვილი წავიდა და უკან იარაღით დაბრუნდა, რის შემდეგაც ყოფილ დეპუტატს ორჯერ ესროლა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
დაკავებულია დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ბრალდებული კი მიიმალა. პოლიციამ ის მეორე დღეს დააკავა.

ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი იყო 1999-2004 წლებში. ის ასლან აბაშიძის „აღორძინების“ ბლოკს წარმოადგენდა.

ყოფილი დეპუტატი საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეში დაზარალებულ მხარედ სცნო. ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურამ აკურის ღვინის ქარხნის მითვისებაში დასდო ბრალი, რომელიც 2004 წელს ნოდარ მოდებაძესა და თეიმურაზ მეგრელიშვილს ეკუთვნოდათ.

ყველა ახალი ამბავი
0