თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს ავტომაგისტრალების გარკვეულ მონაკვეთებზე თოვლისა და ლიპყინული გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები იყო დაწესებული. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად კი არსებული შეზღუდვები მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-65 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-125 კმ (ლენტეხი-ბენიერი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე მოცურების საწინააღმდგეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა.
ამ მონაკვეთზე ლიპყინულის გამო აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის 1-88 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.