ამინდი საქართველოში: 4-5 იანვარი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliამინდი საქართველოში
ამინდი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

4 იანვარი, სამშაბათი

დასავლეთ საქართველოში მოღრუბლულობა და მთებში მცირე თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს 9-14 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიმძლავრე — 10-15 მ/წმ.

დასავლეთ საქართველოში ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსი იქნება, დღისით — პლუს 3 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 15-10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით — მინუს 5-0 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით ტემპერატურა მინუს 7-2 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს 6-11 გრადუსამდე გათბება.

მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა — 16-11 გრადუსი, ადგილ-ადგილ შესაძლოა ტემპერატურა —19 გრადუსამდეც დაეცეს, დღისით კი — მინუს 6-1º.

თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, თუმცა ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება —3º, დღისით 9 გრადუსი ნულს ზემოთ.

5 იანვარი, ოთხშაბათი

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. იქროლებს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მინუს 2-პლუს 3 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 10-15° ნულს ზემოთ.

მაღალ მთაში ღამით მინუს  15-10°, დღისით კი მინუს 2-პლუს 3 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით —4-დან +1 გრადუსამდე ტემპერატურა იქნება, თუმცა ადგილ-ადგილ ყინვამ ესაძლოა —8 გრადუსსაც მიაღწიოს, ხოლო დღისით ჰაერი 5-10 გრადუსამდე გათბება.

მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია —16-20°, ადგილ-ადგილ ტემპერატურა შესაძლო —21 გრადუსამდეც დაეცეს, ხოლო დღისით — -4+1 გრადუსი იქნება.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობით. ღამით —3°, დღისით — +8° ტემპერატურა.

ყველა ახალი ამბავი
0