თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში მეზობლებმა 43 წლის ზიზი არეშიძის ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, ქმარმა გაგუდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მეზობლების მტკიცებით, ქალი თოკით არის გაგუდული. გარდა ამისა, მის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები იქნა აღმოჩენილი.
მკვლელობაში გარდაცვლილის მეუღლეს ედება ბრალი, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა. ერთი ვერსიით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ფსიქოტროპულ საშუალებებს იღებდა და ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ოჯახი ოთხი წლის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობლებისა და გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.
გამოძიება „განზრახ მკვლელობისა“ და“ ოჯახური ძალადობის“ მუხლებით მიმდინარეობს. დამნაშავეს 15-წლამდე ავდით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.