თბილისი, 5 იანვარი– Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
აფეთქება ოთხშაბათს, ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებულები ჭიათურის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიან.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა), რაც ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით გამოსასწორებელ შრომას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.