ტყიბულელმა მაღაროელებმა მიზანს მიაღწიეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგაფიცული მაღაროელების მხარდამჭერი აქცია
გაფიცული მაღაროელების მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახშირმომპოვებელი კომპანია „საქნახშირი“ ტყიბულელ მაღაროელებს ხელფასებს 5%-ით გაუზრდის და შრომის უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ტყიბულელი მაღაროელები გაფიცვის მე–17 დღეს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

მაღაროელებმა გაფიცვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ისინი ტყიბულის მაღაროს მმართველი კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

გაფიცულ მაღაროელთა მხარდამჭერები თბილისში აქციას მართავენ - Sputnik საქართველო
ელისო ჩაფიძე ტყიბულის მაღაროების კონსერვაციის წინააღმდეგია

„მიღწეული შეთახმების თანახმად, კომპანია „საქნახშირი“ ხელფასების საერთო ფონდს 5%-ით გაზრდის, ხოლო მაღაროელებისა და მაღალი რისკის ადგილებში დასაქმებულებისთვის — 5%-ზე მეტით“, — განაცხადა ბიზნეს–ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ამას გარდა მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს შრომის უსაფრთხოების ასამაღლებლად და, რაც მთავარია, მაღაროელებს გაფიცვის გამო გაცდენილი 17 სამუშაო დღის ხელფასის ნახევარს აუნაზღაურებს.

 

ტყიბულელმა მაღაროელებმა ხელფასის მომატება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც 2016 წლის იანვრიდან ქალაქი მაღალმთიანი ზონის ნუსხიდან ამოიღეს და მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები მოეხსნათ.

საქართველოს მთავრობამ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ამზადებს ცვლილებებს კანონში „მაღალმთიანი რაიონების განვითარების შესახებ“, რომელთა თანახმადაც, მაღაროელებს შეღავათები შეუნარჩუნდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0