კალანდაძე: „ჩინეთის გზა ევროპისკენ საქართველოზე გადის“

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღწეული შეთანხმება ევროკავშირის ბაზრებზე შეღწევაში დაეხმარება, განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძე.

ნატა პატარაია

2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა.  გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის“ მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

„ამ გამოკითხვამ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ჩინეთის მთავრობისთვის, არამედ თვითონ  მოსახლეობისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი „აბრეშუმის გზის“ კონცეფციის განვითარებაა, რომელიც ჩინეთს ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი შეღწევის და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ. 

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე მემორანდუმი გააფორმეს - Sputnik საქართველო
ჩინეთში 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის საქართველოსთან შეთანხმება მოხვდა

როგორც ცნობილია, „აბრეშუმის გზის“  კონცეფცია აერთიანებს  სხვადასხვა ქვეყნების განვითარების პოლიტიკას ერთი პლატფორმის ქვეშ და სხვადასხვა ქვეყნების კონკურენტულ უპირატესობებს ათავსებს ერთმანეთთან. 

ეკონომისტის აზრით, „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია, შესაძლოა  უახლოეს პერიოდში  ასევე გახდეს კონკრეტული მსხვილი  საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის საფუძველი. 

ის, რომ რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია,  უკავშირდება არა მხოლოდ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას ორ ქვეყანას შორის, არამედ ევროპასთან დაახლოების კუთხით გარკვეული საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უზრუნველყოფის საკითხსაც და ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ამ ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე“, — აღნიშნა ეკონომისტმა. 

ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის. ქართული ღვინის მაღაზია-სალონები ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება.

„ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ბიზნესს მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღოს, ხოლო ამავდროულად ეს, სწორ სავაჭრო —პატრნიორული ურთიერთობების პირობებში, არის ქვეყანაში სავალუტო ნაკადების ერთ-ერთი მნშვნელოვანი ალტერნეტიული წყაროს გაჩენის შესაძლებლობა, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — მიაჩნია ლევან კალანდაძეს. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე მემორანდუმი თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0