თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გურჯაანში ხანძრის შედეგად 77 წლის მოხუცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 04:30 საათზე მოხდა. ძლიერი ცეცხლი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს დაუყონებლივ შეატყობინეს.
მოხუცი სახლის ფანჯარასთან იპოვეს დამწვარი, სავარაუდოდ, ის გარეთ გამოსვლას ცდილობდა.
ადგილზე გურჯაანის, სიღნაღისა და ყვარლის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.