თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. რუსთავში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე გაჩნდა.
როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში მხოლოდ ხანდაზმული ქალბატონი იმყოფებოდა, რომელსაც ეძინა და ბინიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ცეცხლი სანთლისგან გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო და საგამოძიებო სამსახურები.