საქართველოს პრემიერმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

© FB / Giorgi Kvirikashviliილია მეორე და გიორგი კვირიკაშვილი
ილია მეორე და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ნათქვამია ილია მეორისადმი გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაში.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიაკშვილმა ორშაბათს, 4 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიულოცა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო

ილია მეორეს, რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა, 84 წელი შეუსრულდა.

„პატრიარქი ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი“, — ნათქვამია მილოცვაში.

მთავრობის მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს, ინტრონიზაციის ცერემონია 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0