ჟურნალმა „ვოგმა“ საქართველო უმთავრეს ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

© Photo: courtesy of Government of Georgiaმოთხილამურეები კურორტ თეთნულდში
მოთხილამურეები კურორტ თეთნულდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ტურისტებს აოგნებს არამარტო მშვენიერი ღვინით, არამედ კავკასიის საოცარი, ხელუხლებელი ბუნებით.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ჟურნალმა „ვოგმა“ 2017 წლის ყველაზე ცხელი ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე საქართველო აღმოჩნდა.

ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
აჭარაში 60-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს აქვს ხარისხის ნიშანი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 5,8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, აქედან 2,5 მილიონზე მეტი — ტურისტი.

„ბოლო წლებში საქართველო პოპულარული გასაოცრად შესანიშნავი ღვინის წყალობით გახდა. მაგრამ მშვენიერი ღვინო არაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ტურისტები საქართველოს უნდა ეწვიონ,“ — ნათქვამია პუბლიკაციაში.

პუბლიკაციის ავტორის თქმით, ახლა საქართველო მზადაა უმასპინძლოს მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს, რომლებსაც კავკასიის მთების მონახულება სურთ.

„ვოგის“ სიის მეორე და მესამე ადგილებზე ომანი და მალაიზია მოხვდნენ (შესაბამისად). ათეულში ასევე შევიდნენ მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.

ყველა ახალი ამბავი
0