აჭარაში 60-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს აქვს ხარისხის ნიშანი

© FB/Visit Batumiბათუმის ხედი
ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჯერად აჭარაში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 5 კვებისა და 11 განთავსების ობიექტმა მიიღო.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კიდევ 16-მა ტურისტულმა ობიექტმა მიიღო და მათი რიცხვი 62-მდე გაიზარდა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამჯერად აჭარაში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“  5 კვებისა და 11 განთავსების ობიექტმა მიიღო.  „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ნიშნის მქონე  პირველი ტურისტული ობიექტები აჭარაში ივნისში გამოჩნდა.

„პროექტში წლის განმავლობაში სულ 106 სასტუმრო, რესტორანი და კაფე დარეგისტრირდა, თუმცა საერთაშორისო კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ 62-მა შეძლო“, — ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი ამოწმებს პროექტში ჩართული ობიექტების უსაფრთხოების, სისუფთავის, ჰიგიენისა და მომსახურების

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარის ტურისტულ ობიქტებში სერვისი გაუმჯობესდა
მინიმალური სტანდარტების შესაბამისობას კრიტერიუმებზე, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხარისხის ნიშნის მინიჭების პროექტი 2016 წელს დაიწყო. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ის მომავალ წელსაც გაგრძელდება.

კრიტერიუმებისა და რეკომენდებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საიტზე recommend.ge.

ყველა ახალი ამბავი
0