სტამბულში ღამის კლუბზე თავდამსხმელის სამძებრო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა

© REUTERS / Murad Sezerსტამბული
სტამბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბულში ღამის კლუბ Reina-ზე შეიარაღებული თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა ტერორისტმა კლუბის დაცვის პოლიციელი მოკლა, შენობაში შეიჭრა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა.

თბილისი, 3 იანვარი — თბილისი. თურქეთის პოლიციამ სამშაბათს, ღამით, სტამბულში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის სამძებრო სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელმაც ახალი წლის ღამეს ერთ-ერთ ღამის კლუბში ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Daily Sabah-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ზეითინბურნუს რაიონში ჩაატარეს.

თავის მხრივ, სააგენტო „ასოშეიტედ-პრესმა“ სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, პოლიციამ დამნაშავის დაკავება ვერ შეძლო.

სტამბულში ტერაქტი მოხდა - Sputnik საქართველო
სტამბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბულში ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სტამბულში ღამის კლუბ Reina-ზე შეიარაღებული თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა ტერორისტმა კლუბის დაცვის პოლიციელი მოკლა, შენობაში შეიჭრა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა.

თურქეთის შსს-ს მონაცემებით, ტერაქტს 39 ადამიანი (მათ შორის, 16 უცხოელი) ემსხვერპლა, 69-მ სხეულის დაზიანებები მიიიღო. თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0