სტამბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

© REUTERS / Osman Orsalსტამბულში ტერაქტი მოხდა
სტამბულში ტერაქტი მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის ღამეს სტამბულში 36 ადამიანი დაიღუპა, 69-მ კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. სტამბულში ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ „როიტერზე“ დაყრდნობით.

სტამბულში ღამის კლუბ Reina-ზე შეიარაღებული თავდასხმა  ახალი წლის ღამეს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა ტერორისტმა კლუბის დაცვის პოლიციელი მოკლა, შენობაში შეიჭრა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა.

თურქეთის შსს-ს მონაცემებით, ტერაქტს 39 ადამიანი (მათ შორის, 16 უცხოელი) ემსხვერპლა, 69-მ სხეულის დაზიანებები მიიიღო. თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0