მასმედიამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის შემსრულებლად ყირგიზეთის მოქალქე დაასახელეს

გამოწერა
სოციალურ ქსელში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის პასპორტის ფოტო გავრცელდა.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. თურქული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს სტამბულის ერთ-ერთ კლუბში მომხდარ თავდასხმასთან შეიძლება ყირგიზეთის მოქალაქე იახე მაშრაპოვი იყოს დაკავშირებული, იუწყება სააგენტო „რი ნოვოსტი“ EFE-ზე დაყრდნობით.

ტელეარხ TRT-ის ინფორმაციით, მაშრაპოვი 28 (Lakhe Mashrapov) წლისაა. საინფორმაციო-საშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით ასევე აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი სირიიდან, სადაც ტერორისტული მომზადება გაიარა, ცოლთან და ორ შვილთან ერთად თურქულ ქალაქ კონიაში ნოემბრის თვეში ჩავიდა.

სტამბული - Sputnik საქართველო
სტამბულში ღამის კლუბზე თავდამსხმელის სამძებრო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის პრეს-სამსახურში „რია ნოვოსტის“ განუმარტეს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები მათი მოქალაქის სტამბულში მომხდარ ტერაქტთან შესაძლო კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გადაამოწმებენ. იახე მაშრაპოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ტერაქტთნ არანაირი კავშირი არ აქვს, იტყობინება სააგენტო АКИpress-მა.

მაშრაპოვმა განაცხადა, რომ 1 იანვარს სტამბულში ბიშკეკიდან ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმეების გამო ჩავიდა და თურქეთის სამართალდამცველებმა ის თვითმფრინავიდან ჩაიყვანეს.

„ისინი ერთი საათის განმავლობაში მკითხავდნენ, ამის გამო თვითმფრინავი ერთი საათის განმავლობაში შეყოვნდა. მათ განმიმარტეს, რომ დაკითხვა ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტს უკავშირდებოდა და რომ, გარეგნულად მათ ხელთ არსებული დამნაშავის ფოტოს ვგავარ, შემდეგ ბოდიში მომიხადეს და თვითმფრინავში ჩამსვეს“, — ციტირებს მაშრაპოვის სიტყვებს სააგენტო.

მან აღნიშნა, რომ 31 დეკემბერს ყირგიზეთში იმყოფებოდა და აღნიშნულ ტერაქტთან კავშირი, შესაბამისად, ვერ ექნებოდა. მაშრაპოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, ინტერნეტში თუ საიდან მოხვდა მისი პასპორტის ფოტო.

ყველა ახალი ამბავი
0