საქართველოში მშპ-ის ზრდამ 2% შეადგინა

© https://www.facebook.com/economyprმინის ტარის ქარხანა
მინის ტარის ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფისკალური სტიმულირება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები გაიზარდა — ნოემბრის თვეში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ გასული წლის ნოემბრის თვესთან შედარებით 2% შეადგინა, მაშინ როდესაც ოქტომბრის თვეში მთლიანმა შიდა პროდუქტმა 1,3% შეადგინა.

საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ მასალებში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა 3%-დან 3,5%-მდე ივარაუდა.

სატვირთო მანქანა - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოში ეკონომიკურ ზრდას კვლავინდებურად ხელს უშლის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული სირთულეები, თუმცა, გააქტიურდნენ შიდა და საგარეო ინვესტორები. გაუმჯობესდა სამშენებლო სფეროში ვითარება და ასევე დადებითად მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არსებობა.
ეროვნული ბანკის მასალებში აღნიშნულია, რომ პროგნოზის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ფისკალური სტიმულირებისთვის დაგეგმილმა ღონისძიებებმა, რაც ინვესტიციების ზრდის პერსპექტივას იძლევა. გარდა ამისა, დადებითი ეფექტი ექნება რეფინანსირების განაკვეთის დაწევას.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის პროგნოზის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,4% იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-მდე გაზრდას პროგნოზირებს.




ყველა ახალი ამბავი
0