საქართველოს პრეზიდენტი სენატორ მაკკეინს შეხვდა

© FB / Георгий Маргвелашвилиსაქართველოს პრეზიდენტი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ამერიკელი სენატორების დელეგაცია ეწვია.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით ამერიკელ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის გაღრმავების, ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების  საკითხები.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან სენატორები ლინდსი გრაჰამი (Lindsey Graham) და ემი კლობუჩარი (Amy Klobuchar), საქართველოს სამუშაო ვიზიტით კვირას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სენატორები უკვე იმყოფებოდნენ სოფელ ხურვალეთში და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. სენატორები ასევე იმყოფებოდნენ თბილისის ტექნოლოგიურ პარკში, სადაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

"განვიხილეთ ჩვენი მდგრადი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ასევე, სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერისათვის. გამოვთქვით ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ამ ქვეყნის იმ მამაცი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავღანეთში თავისუფლებას იცავენ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი“, — განაცხადა ჯონ მაკკეინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართველი სამხედროები 'ხორუმს ცეკვავენ - Sputnik საქართველო
ქართველმა სახედროებმა ავღანეთში "ხორუმი" იცეკვეს

საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მდივნის, თენგიზ ფხალაძის თქმით, დღევანდელ დღეს, როდესაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია იცვლება, დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"სწორედ ამ დროს ასეთი ვიზიტი და ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ძალიან ღირსეული და მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია", — აღნიშნა ფხალაძემ.

ორშაბათს, ვიზიტის ფარგლებში, სენატორები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდნენ და კრწანისში მდებარე საქართველო–ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ.

ამერიკელი სენატორების დელეგაციამ უკვე დატოვა საქართველო.

 

ყველა ახალი ამბავი
0