გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

© photo: Sputnikსახელმწიფო ადმინისტრაცია
სახელმწიფო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის დასასრულს, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინს (John McCain), სენატორ ლინდსი გრაჰამს (Lindsey Graham) და სენატორ ემი კლობუჩარს (Amy Klobuchar) შეხვდა

ამერიკელი სენატორები საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ, 1 იანვარს ეწვივნენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ფართო სპექტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობისა და საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
სენატორი ჯონ მაკკეინი თბილისში ჩამოვიდა

ამერიკა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, გააგრძელოს მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

"ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში," — განაცხადა პრემიერმა.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სენატორები უკვე იმყოფებოდნენ სოფელ ხურვალეთში და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრებს ახალი წელი მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

დღეს, ამერიკელი სენატორები შეხვდებიან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ეწვევიან საქართველო–ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს კრწანისში დაასევე ახალ წელს მიულოცავენ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს.

ყველა ახალი ამბავი
0