პრეზიდენტი: ძალა, რომელიც ახალ წელს დაგვეხმარება, ჩვენშია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვაში მოსხლეობას მოუწოდა, გაიზიარონ ერთმანეთი პრობლემები და სიკეთით გააძლიერონ ერთმანეთი.

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ახალ წელს ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღიშნა. 

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი: საქართველოს მომავალს იმედით ვუყურებ

„2017 წელს ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„დღეს მე მინდა გითხრათ, რომ ის ძალა, რომელიც ამ პრობლემებს დაგვაძლევინებს, ყველაზე მეტად ჩვენში, ქართულ საზოგადოებაშია; ჩვენს უნარში, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთის პრობლემები გავიზიაროთ, ჩვენი ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა“, – განაცხადა მარგველშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0