პატრიარქი: საქართველოს მომავალს იმედით ვუყურებ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა თავის საახალწლო მიმართვაში დალოცა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, მთელი საქართველო.

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ქვეყანა დალოცა.

“გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე და უპირველეს ყოვლისა, მადლობა შევწიროთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოიღო უფალმა ჩვენს წარსულში. ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს იმ განსაცდელებისათვის, იმ სიყვარულისათვის, რომელიც მოგვივლინა უფალმა“, – ბრძანა პატრიარქმა საახალწლო მიმართვისას.

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

მადლობა უნდა შევწიროთ ჩვენს მშობლებს მათი ლოცვა–კურთხევისთვის, მათ მიმართ განსაკუთებული მადლიერება და პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ, აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა ხალხს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა.

"გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში — პატივი ეც მამასა შენსა და დედას შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს — ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ“, — ბრძანა პატრიარქმა. 

„ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და სასიხარულო. იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და უნდა ვიფიქროთ სამშობლოზე. სამშობლო, უპირველეს ყოვლისა“, – ბრძანა პატრიარქმა.

რასაც ვფიქრობთ, თუ როგორი იქნება მომავალი წელი და რას მოგვიტანს ის, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რას მოვუტანთ, რას გავაკეთებთ სამშობლოსათვის.

„არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე. მისი მოღვაწეობა უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ასევე იმედით ვუყურებ საქართველოს მომავალს“, – ბრძანა პატრიარქმა.

„დღეს მინდა დავლოცო აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, მთელი საქართველო და გისურვოთ, რომ დადგეს ის დრო, როცა ჩვენ ერთად გავიხარებთ, ერთად ვიზეიმებთ ჩვენს მთლიანობას, ჩვენს  ბედნიერებას. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ბედნიერი იყავით. ამინ!“, – ბრძანა ილია მეორემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0