ნიუ-იორკის სასაქონლო-სანედლეულო ბირჟაზე ვაჭრობის ტრადიციული მეთოდი შეწყდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშინიუ-იორკი
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული ვაჭრობა ბირჯების საქმიანობას უფრო სამართლიანსა და ეფექტურს ხდის, მაგრამ ამავე დროს „ბაზრის განწყობის" ატმოსფერო იკარგება. საუბრის დასასრული

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკის სასაქონლო-სანედლეულო ბირჟა New York Merchantile Exchange — NYMEX ახალი წლიდან სრულად წყვეტს ვაჭრობის ტრადიციულ მეთოდს და ელექტრონულ ფორმატზე გადადის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ვაჭრობა ბირჟაზე, რომელსაც მოგვიანებით NYMEX ეწოდა, ჯერ კიდევ 1872 წელს დაიწყო — მაშინ აქ ყველი და კარაქი იყიდებოდა. მოგვიანებით ბირჟა სხვა საქონლით ვაჭრობაზე გადავიდა, 1983 წელს კი ამ ბირჟაზე ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობა დაიწყო. შემდეგ კი Comex-თან შერწყმა განხორციელდა, რომელიც ლითონებით ვაჭრობაზე იყო ორიენტირებული.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ფასების მატებას გამოიწვევს

NYMEX-მა ელექტრონული სახით ვაჭრობა დაიწყო და იმ წუთიდან ტრადიციული ვაჭრობა, რომელიც შეძახილებისა და ჟესტების სისტემით მიმდინარეობდა, განწირული იყო. ათი წლის მერე მათზე ენერგონედლეულსა და ლითონებზე დადებული კონტრაქტების მიხედვით განხორცილებეული ვაჭრობის მთლიანი მოცულობის მხოლოდ 0,3% მოდიოდა.
წარსულს ჩაბარდა ხმაური, ყვირილი, სპეციალურად შექმნილი მინიშნებების სისტემები "ახლობლებისთვის" და ე.წ. „ორმოებში" მომხდარი გაწევ-გამოწევები. ელექტრონულ ვაჭრობაზე გადასვლა, ერთის მხრივ, ბირჟების საქმიანობას უფრო სამართლიანსა და ეფექტურს გახდის, მეორე მხრივ კი, ის უსახური გახდება და „ბაზრების განწყობის" შეგრძნების დაკარგვას გამოიწვევს, მიიჩნევენ Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები.

ყველა ახალი ამბავი
0