სოციალურად დაუცველი ოჯახი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურად დაუცველი ოჯახი პასუხს პრემიერ–მინისტრის განცხადებაზე ითხოვს, სადაც პრემიერი კერძო სექტორების დაცულობასთან დაკავშირებით საუბრობს.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ბაბუნაშვილების ოჯახი კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას ითხოვს — იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: 2017 ქვეყნისთვის ძალიან კარგი წელი იქნება

ნათია ბაბუნაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან დახმარებას ითხოვს. იგი ქუჩაში ყოფნას ბავშვებთან ერთად იქამდე აპირებს, სანამ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პირადად არ შეხვდება. ბაბუნაშვილს აინტერესებს, რა განსხვავებაა კერძო ბიზნესსა და მისნაირ ადამიანებს შორის.

„ბატონმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს დაცული იქნება კერძო ბიზნესის უფლებები. ამიხსნას, რა განხვავებაა კერძო ბიზნესსა და ჩემნაირ ჩვეულებრივ ადამიანს შორის“ — განაცხადა ნათია ბაბუნაშვილმა.

ოჯახი მთავრობის ადმინისტრაციასთან იქამდე აპირებს დარჩენას, სანამ პრემიერი არ შეხვდება მათ.


ყველა ახალი ამბავი
0