საქართველოს წარმომადგენლები 2017 წელს ნატოს სამიტს არ დაესწრებიან

© Sputnik / Levan Avlabreliნატოსა და საქართველოს დროშები
ნატოსა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2017 წელს ნატოს სამიტს სიმბოლური დატვირთვა ექნება, ამიტომ საქართველო იქ არ იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველო 2017 წლის ნატოს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ის ვიწრო ფორმატში ჩატარდება და აშშ–ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ალიანსის თანამშრომლობის გეგმებს მიეძღვნება, განუცხდა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს.  

ნატოს სამიტი 2017 წელს ბრიუსელში, ალიანსის ახალ შტაბ–ბინაში ჩატარდება.

„ეს სამიტი 2017 წელს იქნება უბრალოდ სიმბოლური დატვირთვის, როდესაც ის დაუკავშირდება სწორედ ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიქნებით მონაწილე ამ სამიტის“, – განაცხადა იზორიამ.

ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
მაკკეინი საქართველოს 2017 წლის იანვარში ეწვევა

მან აღნიშნა, რომ ამგვარი სამიტი (მხოლოდ ალიანსის წევრების მონაწილეობით) ჩატარდა 2001 წელს, როდესაც აშშ–ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) გახდა.

იზორიამ დასძინა, რომ საქართველო ნატოს სამიტში მონაწილეობას 2018 წელს მიიღებს.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ზომათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.


ყველა ახალი ამბავი
0