მაკკეინი საქართველოს 2017 წლის იანვარში ეწვევა

© photo: Sputnik / Ylya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშიჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასებების ერთობლივ ცენტრს ეწვევა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯონ მაკკეინის 2017 წლის იანვრის დასაწყისში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯონ მაკკეინი, რომელიც აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოს სენატორ ლინდსი გრემთან ერთად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ისინი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასებების ერთობლივ ცენტრს ეწვევიან და ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდებიან.

„სენატორების ვიზიტს ძალიან ვაფასებთ, განსაკუთრებით, სენატორ მაკკეინის ვიზიტს. იცით, რომ ახალი წელი ყოველთვის გარკვეულ იმედებთან და პოზიტივთან არის დაკავშირებული“, — განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლების პრივილეგირებულ წრეებთან საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.

თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება 2008 წელს საქართველოსადმი მაკკეინის მიერ გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.

ქართული მხარე გეგმავს, რომ ჯონ მაკკეინს „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ხელმოწერილი მემორანდუმის დეტალები გააცნოს. ხელშეკრულებას ივლისში მოაწერეს ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენის წინააღმდეგია

„შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში ამბიციური გეგმები გააჩნია და, ბუნებრივია, ამ გეგმებს ერთად განვახორციელებთ. გვექნება შესაძლებლობა გავაცნოთ სენატორებს გეგმები. ჯონ მაკკეინის ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, — განაცხადა იზორიამ.

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0