საახალწლო ღონისძიებების გამო თბილისის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის გაზირსა და თავისუფლების მოედანზე, საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით, დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. რუსთაველის გაზირსა და თავისუფლების მოედანზე, საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით, დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს, იუწყება თბილისის მერიის პრეს–სამსახური.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 487 ათას ლარს დახარჯავს

შეზღუდვა 18 საათიდან ამოქმედდა.

მერიის ინფორმაციით, ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. 

ტრანსპორტი ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც.


ყველა ახალი ამბავი
0