თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 487 ათას ლარს დახარჯავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო ღონისძიებებით ყველაზე მეტად დატვირთული იქნება „დედაენის ბაღი“, განახლებული აღმაშენებლის გამზირი, საახალწლო გალა-კონცერტი კი 31 დეკემბერს „ვარდების მოედანზე“ გაიმართება.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყება, ძირითადი ღონისძიებები „დედაენის ბაღში“ გაიმართება, ხოლო ქალაქის ქუჩები წელს არ გადაიკეტება, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წინასაახალწლო მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

„წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები „დედაენის ბაღში" გაიმართება. „დედაენის ბაღი" მოეწყობა როგორც საახალწლო ქალაქი და 25 დეკემბრიდან იქ დაიწყება ძირითადი საახალწლო ღონისძიებები — როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა საახალწლო ნაძვის ხის მორთვას თავად შეძლებს

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლო გალა-კონცერტი 31 დეკემბერს „ვარდების მოედანზე“ გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებებით დატვირთული იქნება განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირიც.

რაც შეეხება საახალწლო ილუმინაციებს, თბილისის მერის თქმით, წელს პეკინის ქუჩა, აეროპორტის ტრასა და აღმაშენებლის გამზირი საახალწლოდ ახალი დიზაინით მოირთვება.

თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 487 ათასი ლარი გამოყო.

ყველა ახალი ამბავი
0