თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2016 წელი უკვე ბოლო საათებს ითვლის. მსოფლიო ახალ წელს ტრადიციულად ზეიმით ეგებება. მსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილში ახალი წელი უკვე დადგა.
ჩინეთში 2017 წლის პირველ წუთებს ფოირვერკებითა და ცეცხლოვანი სანახაობით ეგებებიან. 2017 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით მამლის, და თან ცეცხლოვანი მამლის წელიწადია. ის, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ყველა ნიშანს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს. მაგრამ არ შეშინდეთ — მამალი მკაცრია მხოლოდ მათ მიმართ, რომლებიც არ იქცევიან პატიოსნად, არიან ანგარებიანი და უსამართლოები.
თითოეულ ქვეყანაში განხვავებულად ეგებებიან ცეცხლოვანი მამლის წელს. ამომავალი მზის ქვეყანაში ახალი წელი უკვე იზეიმეს. იაპონიაში 2017 წელი ორი საათის წინ დადგა. ასევე აღნიშნეს მისი მობრძანება ჩინეთში.
ავსტრალიაშიც შეეგებნენ ახალ წელს. აქ ფოიერვერკი და ულამაზესი სანახაობა 15 წუთს გაგრძელდა.
სამი საათის წინ დადგა ახალი წელი სიდნეიში. აქ ცეცხლოვანი შოუ, ტრადიციულად, ოპერის თავზე მოეწყო.
ავსტრალიამდე ახალი წელი ახალ ზელანდიაში იზეიმეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ცა ულამაზესმა ფოიერვერკმა გაანათა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".
საქართველოში ახალი წელი სულ რაღაც სამ საათში შემობრძანდება.