• რა გააკეთეთ 2016 წელს პირველად ცხოვრებაში?
• ამ წელს ჩადენილ რომელ საქციელს ნანობთ?
• რა საქციელით ამაყობთ?
• რა საქმე არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი გქონდათ?
• რომ შეგეძლოთ ამ წლის ერთი შეცდომის გამოსწორება ან მილიონი დოლარის მიღება, რას აირჩევდით?
• რა იყო წლის ყველაზე დიდი რისკი?
• რა იყო თქვენი ყველაზე ძვირი შენაძენი?
• რამდენი თანხა გამოიმუშავეთ ამ 12 თვეში?
• როგორი იყო ყველაზე საუკეთესო ადგილი, სადაც წელს წასვლა მოგიწიათ?
• რომელია ყველაზე გემრიელი საჭმელი, რომელიც წელს გასინჯეთ?
• წელს წაკითხულმა რომელმა წიგნმა აღგაფრთოვანათ?
• რა მოვლენას ელოდებით სულმოუთქმელად?
• რომელი სერიალი გახდა თქვენთვის საუკეთესო?
• 2016 წლის რომელ დღეს არ დაივიწყებთ არასდროს?
• რომელია ყველაზე ფასეული რჩევა, რომელიც წელს მოისმინეთ?
• რით გააკვირვეთ საკუთარი თავი წელს?
• რომ შეგეძლოთ 2016 წლის პირველ დღეში დაბრუნება და საკუთარი თავისთვის რჩევის მიცემა, რა რჩევა იქნებოდა ეს?
• წელს რომ თქვენ შესახებ ფილმი გადაიღონ, რა ჟანრის იქნებოდა ის?
• გაქვთ თუ არა ბოდიში მოსახდელი ვინმეს წინაშე მომავალი წლის დაწყებამდე?
• რომელია ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც წელს მიიღეთ?
• წელს უფრო მეტს იღებდით თუ გასცემდით?
• აღწერეთ მიმავალი წელი სამი სიტყვით
• რით იყო ეს წელი უკეთესი გასულ წელთან შედარებით?
• რით იყო უარესი?
• როგორ გაატარეთ საკუთარი დაბადების დღე 2016 წელს?
• რა სიურპრიზი მოგიმზადათ ცხოვრებამ?
• ამ წელს ყველაზე მეტად რით ემადლიერებით?