თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ბაღდადის ცენტრში ორმაგ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Sky News Arabia–ზე დაყრდნობით.
ორი აფეთქება შაბათ დილას, პიკის საათის დროს ხალხმრავალ სავაჭრო ადგილას მოხდა. დაჭრილია სულ ცოტა 54 ადამიანი.
როგორც სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ იტყობინებოდა, პოლიციამ აფეთქების ვითარების დადგენა მაშინვე ვერ მოახერხა. თავდაპირველად იუწყებოდნენ ადგილზე დადებულ ბომბებზე, მაგრამ მოგვიანებით უშიშროების ძალებმა განაცხადეს, რომ შეტევა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.