თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აფეთქებას, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ ცენტრალური რაიონის, ბეშიქთაშის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონ „ვოდაფონ არენის“ მახლობლად მოხდა, 13 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც, იუწყება სააგენტო Р-Спорт სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
„ყველა დაჭრილი პოლიციის თანამშრომელია“, — განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ანადოლუზე დაყრდნობით.
მანამდე სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე მოხდა, ოცამდე ადამიანი დაიჭრა.
გარდა ამისა, ტერაქტის შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც.
თურქეთის შს მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების რაიონში პოლიციელებით სავსე ავტობუსი მოძრაობდა, რომელსაც სამართალდამცავები საფეხბურთო მატჩზე უსაფრთხოებს დასაცავად გადაჰყავდა.