თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ნასვამ დგომარეობაში მყოფ ქალბატონს ხელში პიროტექნიკა აუფეთდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აღნიშნული შემთხვევა დღეს შუადღისას მოხდა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან მარცხენა ხელის მტევნის მძიმე დამწვრობა მიიღო, ასევე შემთხვევის შედეგად ხელის რამდენიმე თითი დაკარგა.
„მას მარცხენა ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. შედეგად დაკარგა მე-2, მე-3 და მე-4 თითები, ხელის მტევანზე კი მე-2 ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, უარს ამბობს სამედიცინო ჩარევაზე“, — განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა კოპლატაძემ.
ვინაიდან პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე, ამას კი სასაიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მორიგე ექიმი იძულებული გახდა, საპატრულო პოლიცია გამოეძახებინა.