როგორ განაწილდება აჭარის ბიუჯეტი: პრიორიტეტები

© Sergo Edisherashviliბათუმი ზამთარში
ბათუმი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტებია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა.

თბილისი, 30 დეკემბერი —  Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობები 2017 წელს გადასახადების ხარჯზე იზრდება, ნათქვამია დოკუმენტში.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელიც გაანგარიშებულია კურსით 1 დოლარი/2,5 ლარი.

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
როგორ განაწილდება თბილისის ბიუჯეტი: მერიის პრიორიტეტები

აჭარის ბიუჯეტის შემოსულობებზე გათვალისწინებულია 224,6 მილიონი ლარი, ხოლო ასიგნებებზე 315 მილიონი ლარი. ამავე დროს ბიუჯეტის შემოსავლები იგეგმება 209,6 მილიონი ლარის ოდენობით, ხარჯებზე კი – 204,4 მილიონი ლარი.

აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტებია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა.

აგრეთვე მომავალ წელს ბათუმში ესტაკადის მშენებლობაზე გათვალისწინებულია 21 მილიონი ლარის გამოყოფა, ხოლო კურორტების, მათ შორის მაღალმთიანი კურორტების განვითარებაზე 340 ათასი ლარი გამოიყოფა.  

კიდევ 38 მილიონი ლარი ბათუმში საერთაშორისო კლასის ფეხბურთის სტადიონის ასაშენებლად გამოიყოფა.


ყველა ახალი ამბავი
0