პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა პოროშენკო საქართველოში მოიწვია

© AFP 2024 / Jure MAKOVECუკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მათ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია, განაცხადეს მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახურში.

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთოების არარსებობა არაერთხელ ყოფილა ოპოზიციის კრიტიკის საგანი. საქართველოს პრემიერმა ერთ–ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ უკრაინასთან ურთიერთობები იმის გამო გაუარესდა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი ეკავა იმ დროს, როდესაც მას სამშობლოში სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულში ედება ბრალი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

პიოტრ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა - Sputnik საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი მიიღებს სააკაშვილის გადადგომას

ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პოროშენკომ და კვირიკაშვილმა აღნიშნეს მრავალ სფეროში თანამშრომლობის განვითარების აქტუალობა.

„მიღწეულია შეთანხმება 2017 წლის გაზაფხულზე, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე უკრაინა–საქართველოს ერთობლივი სამთავრობოთაშორისი მორიგი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დამყარდა. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ტურიზმის სფეროებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0