უკრაინის პრეზიდენტი მიიღებს სააკაშვილის გადადგომას

© photo: Sputnik / Николай Лазаренко / გადასვლა მედიაბანკშიპიოტრ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა
პიოტრ პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზდენტი ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილის გადადგომას თუკი უკრაინის მინისტრთა კაბინეტი წარადგენს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო მზად არის ხელი მოაწეროს განკარგულებას მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადაყენებაზე, თუკი შესაბამისი დადგენილებას მთავრობა წარადგენს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინის მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის Twitter-ზე დაყრდნობით.

სააკაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს, რადგან უკრაინის ხელისუფლებას არ სურს კორუფციასთან ბრძოლა.

მან ასევე ბრალი დასდო უკრაინის პრეზიდენტს პიოტრ პოროშენკოს რეგიონში დამნაშავე „კლანების“ მფარველობაში. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, გუბერნატორის გადადგომა ქვეყნის მმართველმა უნდა დაადასტუროს. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

„თუკი უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შემოიტანს წარდგენას, უკრაინის პრეზიდენტი ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილის გადადგომას“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

ამასთან პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ გაანალიზებული იქნება გუბერნატორის განთავისუფლების „ნამდვილი მიზეზები“

სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წლის 30 მაისს დაინიშნა. მისი დანიშვნის ინიციატივა პოროშენკოს ეკუთვნოდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ დიდი იმედებს ამყარებდა სააკაშვილზე, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0