ჯორჯ მაიკლმა თავისი ქონების ნაწილი დებს უანდერძა

© 1tvnetჯორჯ მაიკლი
ჯორჯ მაიკლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული და ბოლო წლებში უსახლკაროთა თავშესაფარში ინკოგნიტოდ მუშაობდა.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. შობის ღამეს გარდაცვლილმა ბრიტანელმა მომღერალმა ჯორჯ მაიკლმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი – 105 მილიონი გირვანქა სტერლინგი – თავის უფროს დას, 55 წლის მელანის უანდერძა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“ TheTelegraph-ზე დაყრდნობით. 

მელანი მაიკლის პირადი სტილისტი იყო და 1980-იანი წლების ბოლოს მომღერალს ტურნეში ახლდა. ანდერძში კიდევ ერთი მემკვიდრე სახელდება – მომღერლის კიდევ ერთი უფროსი და, 57 წლის იოდა.

ჯორჯ მაიკლი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა „გრემის“ ორგზის მფლობელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი

გამოცემის მონაცემებით, ჯორჯ მაიკლი ოჯახური ფასეულობების ერთგული იყო, დებთან მას ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობები ჰქონდა, ამიტომ მან თავისი სიკვდილის შემდეგაც მათ მიმართ ზრუნვა გამოიჩინა. 

საინფორმაციო საშუალებები მანამდე იუწყებოდნენ, რომ მომღერლის ქონების ნაწილი, შესაძლოა, ასევე მის ნათლულებს მემკვიდრეობით ერგოს. მათ შორის არიან პოპულარული ინგლისელი მსახიობისა და მუსიკოსის მარტინ კემპის ქალ-ვაჟი და ბრიტანელი მომღერლის ჯერი ჰოლიუელის ქალიშვილი.

ჯორჯ მაიკლი (ნამდვილი სახელია გეორგიოს კირიაკოსპანაიოტუ) 53 წლის ასაკში ინგლისის საგრაფოს ოქსფორდშირში მდებარე დასახლებულ პუნქტ გორინგში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პოლიცია მის სიკვდილს აფასებს, როგორც „მოულოდნელს, თუმცა არა საეჭვოს“, მედიას განუცხადეს, რომ მისი სიკვდილი, შესაძლოა, გულის უკმარისობა გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0