გარდაიცვალა „გრემის“ ორგზის მფლობელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი

© Flickr / Alberto Garciaჯორჯ მაიკლი
ჯორჯ მაიკლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის. პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე საეჭვო გარემოებები არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ BBC-ზე დაყრდნობით.

„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საყვარელი შვილი, ძმა და მეგობარი ჯორჯი მშვიდად გარდაიცვალა შობაზე. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, პატივი სცეს კონფიდენციალურობას ამ ემოციურად მძიმე დროს. ამ ეტაპზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება“, — განუცხადა ტელეარხს მომღერლის სარეკლამო აგენტმა. 

ამ დროისთვის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის. პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე საეჭვო გარემოებები არ დაფიქსირებულა.

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელებში მწუხარება უკვე გამოთქვეს ელტონ ჯონმა, მარკ რონმსონმა, ლიამ გალაჰერმა, რაიან ადამსმა, ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა და ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა.

მომღერლის მენეჯერის მაიკლ ლიპმანის თქმით, შობის დღეს დაურეკეს და აცნობეს, რომ ჯორჯი „საკუთარ საწოლში მშვიდად მწოლი“ აღმოაჩინეს. ძალადობრივი სიკვდილის ვერსია გამოირიცხა, თუმცა, ლიპმანის თქმით, გულის უკმარისობით ჯორჯ მაიკლის გარდაცვალება მოულოდნელი გამოდგა.

ყველა ახალი ამბავი
0