აშშ-მა რუს ჟურნალისტებს სანქციების თაობაზე აცნობა და s novym godom უსურვა

გამოწერა
სანქციები ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევებას ითვალისწინებს, რომლებიც ბარაკ ობამამ „რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად“ მოიხსენია. სანქცირებულმა პირებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათში უნდა დატოვონ.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პრესკონფერენციის შემდეგ, რომელზეც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე განცხადება გააკეთა, რუსულენოვან ჟურნალისტებს ახალი წელი მიულოცა სიტყვებით s novym godom, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Риа Новости“.

„ყველას, ვინც რუსულად ლაპარაკობთ, s novym godom“, — განაცხადა მან.

შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს ახალი სანქციები დააწესა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებისა და კერძო პირების მიმართ, რომლებსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი. სანქციები ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევებას ითვალისწინებს, რომლებიც ბარაკ ობამამ „რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად“ მოიხსენია. სანქციადადებულმა პირებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათში უნდა დატოვონ. 

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
აშშ–ის სანქციები რუსეთის უშიშროების სამსახურსა და დაზვერვის მთავარ სამმართველოს შეეხო

კრემლში აშშ-ის ეს ქმედება უკვე შეფასდა როგორც „იმ ადამიანების მოსალოდნელი აგრესია, რომლებიც სამი კვირის შემდეგ თანამდებობებს ტოვებენ“, და აგრეთვე დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის ზიანის მიყენება.

ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამის ადეკვატურ ზომებს მიიღებს, ოღონდ არ იჩქარებს.

შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც ოქტომბერში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან რუსი ჰაკერები იდგნენ. მოგვიანებით დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ (CIA) მასმედიით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ სერვერები დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით „გატეხა“, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ყველა ახალი ამბავი
0