საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ წასვლაზე უარს აცხადებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირუსული ინფექციის გამო საქართველოს პატრიარქს ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი განუვითარდა.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ წასვლაზე უარს აცხადებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეზე ცისანა შარტავაზე დაყრდნობით.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ ვირუსული ინფექციის გამო გაუარესდა, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობდა. შარტავას თქმით, ამ მომენტისთვის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი განვითარდა.

„ჩვენ, ექიმები მივიჩნევთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ პატრიარქი გერმანიაში წავიდოდა და იქ გერმანელი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნებოდა, მაგრამ მან უარი განაცხადა იქ წასვლაზე. უწმინდესი განაგრძობს მკურნალობას, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა“, — განაცხადა ცისანა შარტავამ.

პატრიარქის ექიმის თქმით, დღის წესრიგში ასევე დგას ნაღვლის ბუშტზე ოპერაციული ჩარევის საკითხი. ილია მეორე კვლავ ქირურგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თუ ანთებითი პროცესი არ ჩაქრა, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0