რომის სამხრეთ-დასავლეთში ჩამონგრეული სახლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების კადრები

გამოწერა

ორი ადამიანი გარდაიცვალა რომის სამხრეთ-დასავლეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად. შემთხვევას ემსხვრეპლა ქალი და მისი 8 წლის ქალიშვილი, ორი მცხოვრები გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, შენობა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქების გამო ჩამოინგრა.

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი რომში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 2 საათზე ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, შენობა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქების გამო ჩამოინგრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

სამაშველო სამუშაოების დაწყებიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ ნანგრევებიდან ასაკოვანი წყვილი ამოიყვანეს. მამაკაცი და ქალი მძიმედ დაშავდნენ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორი ადამიანი, ქალი და მისი ქალიშვილი გარდაიცვალნენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 40 წლის დებორა და 8 წლის ავრორა ნანგრევებში მოყვნენ. მათი ძებნა დაახლოებით 7,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

რომის პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0